четверг, 3 сентября 2015 г.

ბლოგის "პორტფოლიო" შექმნის მიზანი და ბლოგის შინაარსი


         ბლოგი საგანმანათლებლო დანიშნულებისაა.საჯარო სკოლაში მუშაობის მანძილზე მე,როგორც პედაგოგს , დამიგროვდა საკმაო ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი,რომლის საშუალებითაც ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას გავუზიარებდი ჩემს კოლეგებს ,მივიღებდი მათგან უკუკავშირს რჩევებისა და რეკომენდაციების სახით .
         ბლოგი შინაარსობრივად მრავალფეროვანია .სარჩევში მოცემულია ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ყველა ის მიმართულება ,რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავებისათვის,ასევე სწავლების მეთოდოლოგიისა და მიდგომების დახვეწისათვის. ვინაიდან სქემის შექმნის დღიდან აქტიურად ვარ ჩართული მის განხორციელებაში ,ამიტომ მიწევს მრავალი სხვადასხვა აქტივობის განხორციელება ,რომელთა დამადასტურებელი მასალა აუცილებლად აიტვირთება ჩემს ბლოგზე.აქ დაინტერესებულ პედაგოგებს შეუძლიათ იხილონ გაკვეთილების გეგმები , თემატურ-კალენდარული გეგმები, პრეზენტაციები, რესურსები როგორც ჩემს მიერ შექმნილი ,ასევე მოსწავლეთა მიერ გაკეთებული.ვინაიდან აქტიურად ვთანამშრომლობ კოლეგებთან ,ბლოგზე ნახავთ ჩემ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს კოლეგებთან მათთვის საინტერესო თემებზე, რომლებიც ეხება უშუალოდ საგანსა და ასევე სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიას.საწრეო და საკლუბო მუშაობა დუღს სკოლაში ,მეც აქტიურად ვარ ჩაბმული ამ აქტივობებში და სამუშაო პროგრამებს ასევე სხვადასხვა განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ მასალებს იპოვით ბმულებზე საწრეო და საკლუბო მუშაობა.
     მიმაჩნია,რომ ბლოგი კარგად მაქვს ორგანიზებული : მთავარ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ჩემს შესახებ, განათლების სამინისტროს ლოგო,პირდაპირ ბლოგიდა შეიძლება მასზე გადასვლა და საჭირო ინფორმაციის მოძიება. ასევე აქვეა იუთუბის ლოგო, თარჯიმანი, ბლოგის სტუმარი .ბლოგს აქვს სარჩევი და ბმულების საშუალებით შეიძლება გადასვლა თქვენთვის საინტერესო გვედზე. ხშირად შევდივარ და ვათვალიერებ სტატისტიკურ მონაცემებს და მიხარია ,რომ ჩემს ბლოგს ნახულობენ არა მარტო საქართველოში,არამედ რუსეთში, ამერიკაში , ისრაელში ,ინდოეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში . ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ,რომ ბლოგის სტუმრებმა მომაწოდონ უკუკავშირი,რათა გავაუმჯობესო ჩემი მუშაობა.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

მე მასწავლებელი ვარ



                        მოგესალმებით!
       მე გახლავართ მარინე ცხვედიანი.ვასწავლი ქალაქ ქუთაისის №24 საჯარო სკოლაში, ვარ რუსული ენის მასწავლებელი.ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ბავშვები,ვიცი ,რომ ჩემს ბავშვებსაც ვუყვარვარ. განათლება,როგორც ცოცხალი ორგანიზმი ვითარდება,შემოდის ბევრი სიახლე.თუ გსურს დარჩე კარგ პედაგოგად,სიახლეებს ფეხი უნდა აუწყო.მე ეს კარგად მესმის და ყოველთვის ვცდილობ არ ჩამოვრჩე მიმდინარე პროცესებს,ვესწრები ტრენინგებსა და სემინარებს,ვთანამშრომლობ კოლეგებთან,მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ვიყენებ გაკვეთილებზე.
        ჩემს ბლოგზე წარმოგიდგენთ სასწავლო რესურსებსა და აქტივობებს,იმედია მოგეწონებათ და კომენტარებს ნუ დაიშურებთ.თქვენი კომენტარები დამეხმარება ობიექტურად შევაფასო ჩემი საქმიანობა.